LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NGO-ები: ყვარელში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ

137
გდესდს

არასამთავრობო ორგანიზაციები ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ადვოკატებს დაკავებულ აქტივისტებთან არ უშვებენ, აღნიშნულით კი დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა.

ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად.

„დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა.

ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

ფოტო: რადიო თავისუფლება
mazda magti 5g