ნიდერლანდებში, ჰააგის ცენტრსა და პლაჟებზე ტურისტებისთვის პარკინგის ღირებულება 5-ჯერ ძვირდება. იმისათვის, რომ უცხოელმა ავტომობილი ერთი საათით გააჩეროს – 50 ევროს გადახდა მოუწევს, წერს The Guardian.
ამსტერდამში პარკინგის საშუალო ღირებულება საათში 7,50 ევროს შეადგენს, უტრეხტში – 6,64 ევროს.
ჰააგა კი ცდილობს, რომ ადგილობრივების ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს, რამეთუ ისინი უკვე დიდი ხანია ჩივიან ტურისტების შემოტევაზე და პოპულარულ ადგილებში ავტომობილთა რაოდენობაზე.
მერია ერთი წლის განმავლობაში დააკვირდება, თუ რამდენად დაეხმარება ეს ზომა ქალაქში გზების განტვირთვას. წარმატების შემთხვევაში პარკინგის ღირებულება სხვა ტურისტულ ადგილებშიც გაიზრდება.