ნიდერლანდების 150-მდე რესტორანი და კაფე ამიერიდან არამხოლოდ სასმელს ან საჭმელს, არამედ მზისგან დამცავ კრემსაც გაყიდის. პროდუქტის მოთხოვნა ოფიციანტისთვის შეიძლება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი მისი პოვნა პირდაპირ მაგიდაზე იქნება შესაძლებელი. სიახლის შესახებ The Guardian წერს.
კრემის დარიგების გადაწყვეტილება ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო. მიზანი – კანის კიბოს დაავადების შემცირება და ადგილობრივების საშიში მზის სხივებისგან დაცვაა.
დერმატოლოგთა ინფორმაციით, ნიდერლანდებში მზის დამწვრობის 28% სწორედ ღია ტერასებს და საზაფხულო რესტორნებს უკავშირდება