LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში სფინქსის ჯიშის კატის ყოლა აიკრძალა

106
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ნიდერლანდებმა საბოლოოდ აკრძალეს „უჩვეულო“ კატების გამრავლება. 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში აიკრძალა უბეწვო კატებისა და ჩამოშვებული ყურების მქონე ჯიშების – მათ შორის შოტლანდიური ფოლდებისა და სფინქსების, ყოლა, ყიდვა და გამრავლება.

გადაწყვეტილება ბუნებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო და მისი მთავარი მიზეზი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაა. ხელისუფლებისა და ვეტერინარების შეფასებით, ამ ჯიშების „მომხიბვლელი“ გარეგნობა ხშირად სერიოზულ ტანჯვასთან არის დაკავშირებული.

ჩამოშვებული ყურების მქონე კატებს გენეტიკური მუტაცია აქვთ, რომელიც ხრტილებს აზიანებს. შედეგად, ასაკთან ერთად ბევრს უვითარდება მოძრაობის პრობლემები და ქრონიკული ტკივილის სინდრომი. რაც შეეხება უბეწვო კატებს, მაგალითად სფინქსებს – ისინი ხშირად ცივდებიან, მიდრეკილნი არიან კანისა და ყურის დაავადებებისკენ, ხოლო ულვაშების არარსებობა სივრცეში ორიენტაციას ურთულებთ.

კანონი არ შეეხება იმ ცხოველებს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ თავიანთ პატრონებთან – ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ ცხოვრებას. თუმცა, ვინც 1-ლი იანვრის შემდეგ გადაწყვეტს ასეთი კატის შეძენას, შესაძლოა 1500 ევრომდე ჯარიმა დაეკისროს. ასევე აიკრძალა ამ ჯიშების მონაწილეობა გამოფენებსა და კონკურსებში.

ნიდერლანდების ვეტერინართა ასოციაციამ გადაწყვეტილება სრულად დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რათა ცხოველების გამრავლებისას პრიორიტეტი მათ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას მიენიჭოს და არა მხოლოდ „ვაუ-ეფექტს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები