LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელები სხვა ევროპელებზე ნაკლებს მუშაობენ – ევროსტატი

137
SpicaBlog_Working-Regulations-in-the-Netherlands

ნიდერლანდელები სხვა ევროპელებზე ნაკლებს მუშაობენ: საშუალოდ კვირაში მხოლოდ 32,2 საათი. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.
ევროპაში კვირის განმავლობაში საშუალოდ 36,1 საათი მუშაობენ.

ევროსტატის გამოთვლით, ნიდერლანდელებთან ერთად ნაკლებს მუშაობენ ასევე ავსტრიაში (33,6 საათი) და გერმანიაში (34 საათი).

ხოლო ყველაზე გრძელი სამუშაო კვირა საბერძნეთშია, 39,8 საათი. სულ ცოტათი ჩამორჩება მას რუმინეთი (39,5 საათი), პოლონეთი (39,3 საათი) და ბულგარეთი (39 საათი).

შეგახსენებთ, რომ ევროპული ქვეყნები და ქალაქები აქტიურად სწავლობენ 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შესაძლებლობას. მაგალითად, საფრანგეთის სამინისტროების თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში მუშაობის ასეთი სქემის არჩევა შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები