შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ. როგორც რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.
შოვში, მეწყერში მოყოლილი ნიკა ჩალაძის მეუღლე ამბობს, რომ ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა.
„მე ვარ ნიკა ჩალაძის მეუღლე, მაგრამ ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა. არ არის ნაპოვნი, არასწორია ინფორმაცია.
გუბერნატორმა რომ განაცხადა, ალბათ, შეცდომით მოხდა. როგორ იყო ნახსენები იცით?! ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, ლაგვანთელ ბიჭებს ერთად მოიხსენიებდნენ და სავარაუდოდ, იყო შეცდომით [ნახსენები]
“ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა” | დაკარგულის მეუღლე
“ლაგვანთელი ბიჭები ერთად მოიხსენიებოდნენ, ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა” | დაკარგულის მეუღლე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2023
სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები“, – ამბობს ნიკა ჩალაძის მეუღლე.
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ვრცლად იხილეთ აქ.