პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ თანადამფუძნებელი, ნიკა მელია გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერების და კონკრეტულად თბილისის მერის, კახა კალაძის გავრცელებულ ახალ გზავნილებს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს:
„არა რუსულ კანონს – კი ქართულ კანონს! ევროპას, გამჭვირვალობას“ – „ქართული ოცნების“ ლიდერები ახალ გზავნილებს ავრცელებენ
აღნიშნული შინაარსის ფოტოებს ავრცელებენ თბილისის მერი: კახა კალაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და სხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
„არა რუსულ კანონს“ – დადო ბანერი სოციალურ ქსელში კალაძემ და 50 000-მა მოქალაქემ დასცინა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
სოც. ქსლებშიც იწერება საქართველოს ახალი ისტორია, ასე დგება ხალხი სწორ მხარეს, ერთობით და იუმორით.“ – წერს ნიკა მელია.
მელია კალაძეს: „წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ…“
"არა რუსულ კანონს" – დადო ბანერი სოციალურ ქსელში კალაძემ და 50 000-მა მოქალაქემ დასცინა, ასეთი რამ ჯერ არ…
Posted by Nika Melia on Wednesday 8 May 2024