ქსელში ნიკი მინაჟის სიმღერის Good Form კლიპის პრემიერა შედგა. საინტერესოა, რომ სინგლი, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ 35 წლის ვარსკვლავი ასრულებდა, რეპერის მეოთხე სტუდიური ალბომის Queen დელუქს ვერსიაში რემიქსის სახით შევიდა. ტრეკის ჩაწერაში მონაწილეობა ლილ უეინმა მიიღო.
ვიდეოს რეჟისორი კოლინ ტილია, რომელსაც მინაჟთან აქამდე, Anaconda-ზე უთანამშრომლია.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ რგოლში ისეთი სელებრითები მონაწილეობენ, როგორებიც ეველინ ლოზადა, ლორენ ლონდონი, შერონ და შანეიდ კლერმონტები და Tyga არიან.