მსახიობი და ტელესახე ნიკო ნანიტაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მძიმე დღეებს იხსენებს.
„დიდხანს ვცხოვრობდი დამოუკიდებლად თბილისში და ბევრი რამ ვისწავლე. სტუდენტობის პირველი ორი წელიწადი ბიძაჩემთან გავატარე. როგორც კი თეატრში პირველი ხელფასი, 200 ლარი დამენიშნა, მაშინვე მეგობართან ერთად ცალკე ბინა ვიქირავე. ჩემი ხელფასი მთლიანად მიდიოდა ბინის ქირაში და თეთრებით ვცხოვრობდი მთელი თვე. ჭიათურიდან გამოგზავნილი პროდუქტები მეხმარებოდა, რომ მშიერი არ ვყოფილიყავი, თუმცა მშიერიც ვყოფილვარ, არც ტრანსპორტის ფული მქონია და ფეხით მივლია, მაგრამ ამ ყველაფერმა მასწავლა დამოუკიდებელი ცხოვრება, თავისა და სახლის მოვლა
ის კოდი ბავშვობიდანვე ჩაიდო ჩემში, რომ კარგი უნდა ვყოფილიყავი ოჯახისთვის. შეიძლება, ზოგჯერ გადამეტებულადაც ვიქცევი, საკუთარ თავს რაღაცებს ვაკლებ, მაგრამ მე ეს მომწონს…“
ვიდეო: “აიყოლია ბავშვიც”, “ძალიან საყვარელი მამა-შვილი” – ნიკო ნანიტაშვილი შვილთან ერთად ცეკვავს