LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკო უდავოდ მანდ დგას ახლაც! თქვენი მფარველია ისე, როგორც ამ პოსტერზე გახსენებული ყველა ადამიანი!გამარჯვება ჩემო შვილებო გარდაუვალია.. თქვენი გამარჯვება ჩემი ნიკოს გამარჯვებაა!“ – იზა ომაძე

485
იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ბანერის ფოტოს გვიზიარებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე გამოფინეს და იმ მეგობრების სახელები და გვარებია ჩაწერილი, „რომლებიც ამ ადამიანების გვერდით იქნებოდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

იზა ომაძე წერს, რომ ნიკო უდავოდ დგას აქციის მონაწილეების გვერდით და მათი გამარჯვება ნიკოს გამარჯვებაცაა.

„ნიკო უდავოდ მანდ დგას ახლაც❗️ ნიკო თქვენშია, ნიკო თქვენთანაა❗️❗️❗️

ნიკო თქვენი მფარველია ისე როგორც ამ პოსტერზე გახსენებული ყველა ადამიანი❗️❗️❗️

გამარჯვება ჩემო შვილებო გარდაუვალია✊✊✊

თქვენი ადგილი ახალგაზრდებო თავისუფალი სამყაროა❗️❗️❗️

მთელი გულით და სულით ვართ თქვენთან, თქვენს გვერდით❗️❗️❗️

თქვენი გამარჯვება ჩემი ნიკოს გამარჯვებაა❗️❗️❗️

ათასი ვარსკვლავი განათდა✨✨✨✨✨✨ იკაშკაშეთ და გაანათეთ სიბნელე✨✨✨✨ 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺“, – წერს იზა ომაძე.