LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოლოზ ჯავახიშვილი გადაიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც უმძიმესი პირობებია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მზიას სოლიდარობა გამოუცხადა და შიმშილობა დაიწყო“ – რაზე წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

146
ნატალია ყიფშიძე

20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც „ბათუმელებისა„ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობს სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც, მისი თქმით, უმძიმესი პირობებია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, პატიმარი ციხეში მძიმე გარემოსა და ცუდ მოპყრობაზე წერს.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანი სახალხო დამცველს მიმართავს, სასწრაფოდ მოინახულოს პატიმარი.

„20 წლის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. საკანში უმძიმესი პირობებია და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მზიას სოლიდარობა გამოუცხადა და შიმშილობა დაიწყო. ადვოკატია გუჯა ავსაჯანიშვილი.

გთხოვთ სასწრაფოდ მოინახულოთ პატიმარი, რომელიც მძიმე გარემოზე და ცუდ მოპყრობაზე გვწერს ციხიდან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილში წერს: „მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელსაც არაფერი დამიშავებია, ვიმყოფები 27-ე საკანში მარტო, სადაც არანაირი პირობები არ არის. მსჯიან იმის გამო, რომ ვშიმშილობ მე-3 დღეა“,- აღნიშნულია ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g