„93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი. მან თავისი ცხოვრების საკმაოდ სოლიდური ნაწილი საქართველოში საორკესტრო ხელოვნების განვითარებას დაუთმო და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საქმეში“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლო რაჭველი ავრცელებს საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე.
„ჩემთვის კი ლევ მარკიზი აგრეთვე იყო ჩვენი ორკესტრის გულშემატკივარი, გია ყანჩელის უძვირფასესი მეგობარი და ჩემი საყვარელი კოლეგის ბენჟამენ გილმორის ბაბუა.
უამრავმა მრავალფენოვანმა მოგონებამ გაირბინა ახლა ჩემს გონებაში…
ლევ მარკიზი ბოლო წლებში FB-ის აქტიური მომხმარებელი იყო და სოციალური ქსელის საშუალებით თავის მსმენელთან ურთიერთობას შინიდან აგრძელებდა.
უკვე ძალზე ავად მყოფი ერთ-ერთი ბოლო სტატუსით ბელგიიდან (მარტის მოვლენების დროს) კვლავ ჩვენ გამოგვეხმაურა და გვერდით დაგვიდგა.
93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი. მან თავისი ცხოვრების საკმაოდ…
Posted by Nikoloz Rachveli on Tuesday, April 4, 2023
ამისთვისაც და მისი განუზომელი ამაგისთვის დიდი მადლობა მაესტროს! მშვიდად განისვენოს და მარადიული ხსოვნა იყოს მისი სულისა“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
