“არ მინახავს მისი ფაფის ჭამა,” – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ ვიცი, არ მინახავს მისი ფაფის ჭამა. არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ციხის ექიმებს და ექთნებს, იქ ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, მედიასთან ექსპრეზიდენტის მიერ კუჭის რეზექციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
,,არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, ჰოლანდიაში გაკეთებულ ოპერაციაზე ნამდვილად არაფერი ვიცი”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.
