ნინი წიკლაური მეუღლესა და შვილებთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.
ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება, რომ შვილების ჯანმრთელობაზე თანხა საერთოდ არ ეხარჯება:
„ჩემი შვილები დაიბადნენ იმ ქვეყანაში, რომელსაც მათი ბედი აღელვებს. მათი ჯანმრთელობა და ყოფა მთლიანად თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს, ერთი დოლარიც კი არ მეხარჯება ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე. ეს იმხელა შვებაა, რომ წარმოუდგენელია, ეს არ დაინახო. ვფიქრობ, ჩემი შვილებისთვის კარგი გავაკეთე…“