LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ძოწენიძე: „გიგას, რა თქმა უნდა, გული ეტკინა, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. არ დაუმსახურებია ასეთი შეფასებები…“

502
ნინო-ძოწენიძე

პროდიუსერ გიგა კუხიანიძის მომღერალი მეუღლე ნინო ძოწენიძე „ვოისთან“ დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ჟურნალ „სარკის“ ფურცლებზე პასუხობს.

ირუ ხეჩანოვის გამარჯვების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟზე ნინო ამბობს:

„გიგა გამოცდილი პროდიუსერია, ბევრი რამ აქვს გადატანილი, შედარებით მშვიდად შეხვდა ამ ამბავს. რა თქმა უნდა, გული ეტკინა, შეწუხდა, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. არ დაუმსახურებია ასეთი შეფასებები, რადგან საქმის ერთგულია, ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია. „ევროვიზიის“ კონკურსზე მოპოვებული გამარჯვებები, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იყო. ჩემგან უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მინდა, მეტი სიყვარული, პატივისცემა, მეტი თანაგრძნობა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ“.

magti 5g