მსახიობი ნინო მუმლაძე წერს 27 წლის ბარბარე ბეჭვაიაზე, რომელიც სამწუხაროდ, ახლახან გარდაიცვალა:
„პირველად რომ დამირეკა, რონიზე ვიყავი ფეხმძიმედ… მომიყვანა „ვიშლისთში“ და უამრავი ნივთი მაჩუქა… მას მერე სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის, არა მხოლოდ როგორც კომპანიის პიარი, არამედ როგორც ყურადღებიანი და უსაყვარლესი ადამიანი… ასე დავახლოვდით, დავმეგობრდით… ბოლოს მის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, ფოტოებით ვხედავ, როგორ გაიზარდა რონი და რომ ჩამოვალ, 1 დღე გამომიყვანე, მინდა ვნახოო… თან სულ იმას მეუბნებოდა, რომ გაიზრდება, ხომ ეტყვი, რომ ჩემ ხელშია გაზრდილიო… კი, ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი… იმასაც ვეტყვი, როგორი ლამაზი იყავი პეპელასავით ხანმოკლე ცხოვრებით… მშვიდობით, ჩემო პატარა მეგობარო, ჩემი და უამრავი სხვა ადამიანის ცხოვრების მშვენიერო საჩუქარო… სულ მემახსოვრები, როგორც ლამაზი პეპელა, რომელიც ყველას ულამაზებდა ცხოვრებას…“
ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.