LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე: „კონცერტი სად არ მქონია… მარილის შახტში, 284 მეტრის სიღრმეში, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში – იმდენად დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა, არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს“

404
ნინო ქათამაძე

„გულწრფელად გეტყვით, კონცერტი სად არ მქონია… მქონია მარილის შახტში -284 მეტრის სიღრმეში, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში, ანუ, არ მოვხვედრილვარ“, – ამის შესახებ მუსიკოსმა, მომღერალმა ნინო ქათამაძემ განაცხადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს, მისი, ასევე ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი გაიმართება, მომღერალმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა:

„ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ლადო აფხაზავა

„გულწრფელად გეტყვით, კონცერტი სად არ მქონია… მქონია მარილის შახტაში -284 მეტრის სიღრმეში, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზრში, ანუ, არ მოვხვედრილვარ.

რა თქმა უნდა, ეს იუმორით, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ამ შემთხვევაში ჩემთვის არის ის, რომ თავისუფალი სიტყვა, რომელიც ისმის იქ და არ ჩერდება, ადამიანს ეს არ შეუძლია ეს გააჩეროს, მით უმეტეს, ადამიანს არ შეუძლია ეს გააჩეროს, როდესაც შენი სიმართლის ხმა არსად არ ისმის, ვერავის ვერ აგებინებ…

„შოკის მომგვრელია, რომ პედაგოგ ლადო აფხაზავას და ფსიქოლოგ მაია ცირამუას დღეს სასამართლოში განსასჯელის სკამზე ვიხილავთ“ – მშობელთა ასოციაცია

„ეს ადამიანები ბავშვების გულმხურვალე მხარდამჭერებად გვეგულება, რაც ჩვენს პროექტებში მონაწილეობით არაერთხელ დაუმტკიცებიათ“

ამიტომ, იმდენად დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა, იმდენად რთულია მზია თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და ძალიან ბევრი მოვლენები, რომ არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს“, – აღნიშნა ქუთაისის სასამართლოსთან ნინო ქათამაძემ.

ნინო ქათამაძე და ლადო აფხაზავა სასამართლო სხდომის დაწყებამდე

"კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში…" "იმდენად დაგროვდა უსამართლობის განცდა, არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს" | ნინო ქათამაძე და ლადო აფხაზავა სასამართლო სხდომის დაწყებამდე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday 10 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g