LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა საცოლეს აჩუქა, სამ-ნახევარი მილიონი დოლარი ღირს

260
ჯეფ-ბეზოსი

ჭორები მილიარდერ ჯეფ ბეზოსისა და მისი რჩეულის, ლორენ სანჩესის ნიშნობაზე, მას შედეგ გაჩნდა, რაც პაპარაცებმა სანჩესი ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს. უკვე დღეს მედიამ გაარკვია რომ ბრილიანტის სამკაულის ღირებულება, სამ-ნახევარი მილიონი დოლარია. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ჰოლა“ ცნობილ იუველირებზე დაყრდნობით წერს.

წყვილი 2018 წლიდან ერთადაა, თუმცა, ოფიციალურად მათ ურთიერთობის შესახებ 2019 წელს განაცხადეს. „ამაზონის“ დამფუძნებელი ბეზოსი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, მესამე ადგილზეა.

ცნობისთვის, ბეზოსმა ახალი იახტა, Koru შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მას მილიარდერისთვის 5 წლის განმავლობაში აშენებდნენ. მისი ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბეზოსმა იახტის ქიმზე თავისი საყვარელი ქალის, ლორენ სანჩესის სკულპტურული გამოსახულება დაამაგრა, რომელიც ძვირფასი ხისგან არის შექმნილი. ნაკეთობას გრძელი, გაშლილი თმა და ფრთები ამშვენებს, სხეულზე კი მოოქრული ორნამენტები აქვს.

„ისე იცხოვრეთ, რომ მამაკაცმა ძეგლი დაგიდგათ“ – ჯეფ ბეზოსმა იახტა 500 მილიონ დოლარად შეიძინა და ქიმზე ლორენ სანჩესის სკულპტურა დაამაგრა

ისტორიული ფრენა – მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საყვარელ ქალს კოსმოსში უშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები