ჯეფ ბეზოსმა ახალი იახტა, Koru შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მას მილიარდერისთვის 5 წლის განმავლობაში აშენებდნენ. მისი ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
ბეზოსმა იახტის ქიმზე თავისი საყვარელი ქალის, ლორენ სანჩესის სკულპტურული გამოსახულება დაამაგრა, რომელიც ძვირფასი ხისგან არის შექმნილი. ნაკეთობას გრძელი, გაშლილი თმა და ფრთები ამშვენებს, სხეულზე კი მოოქრული ორნამენტები აქვს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბეზოსმა საყვარელ ქალს ხელი უკვე სთხოვა და ისინი მალე დაქორწინებას გეგმავენ.
„ჯეფმა ლორენს ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი აჩუქა,“ – აცხადებს ინსაიდერი.
„ქალი აი ასე უნდა გააღმერთო!“, „ისე იცხოვრეთ ქალებო, რომ მამაკაცმა იახტაზე თქვენი სკულპტურა დაამაგროს“, „ძეგლი დაუდგა“, „აი ეს არის ნამდვილი სიყვარული“, „ისე იცხოვრეთ რომ მამაკაცმა ძეგლი დაგიდგათ“ – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, მომავალ წელს, ჯეფ ბეზოსის კომპანია, Blue Origin კოსმოსში ეკიპაჟს გააგზავნის. ეს იქნება ისტორიაში პირველი კოსმოსური ფრენა, რომელიც მხოლოდ ქალბატონებით იქნება დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟს სათავეში ბეზოსის საყვარელი ქალი, ლორენ სანჩესი ჩაუდგება.
ისტორიული ფრენა – მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საყვარელ ქალს კოსმოსში უშვებს