LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი ახალ მიუზიკლში სცენაზე საცვლების ამარა დარჩა – „უხერხულობა არ მიგრძნია…“

245

ნოდიკო ტატიშვილმა რიგით მესამე მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა. „ჩხიკვთა ქორწილში“ ზაქარას და „ვერის უბნის მელოდიებში“ მედროგე პავლეს შემდეგ „თბილისურ ვიდევილში“, რომლის პრემიერაც 6 ოქტომბერს, თბილისობაზე შედგა, მან ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა.

ნოდიკოსა და თიკა ფაცაციას ტანდემს მაყურებელი დიდი ოვაციებით შეხვდა, განსაკუთრებით მხიარული მომენტი გამოდგა, როდესაც ნოდიკოს პერსონაჟი სცენაზე საცვლების ამარა დარჩა, რასაკვირველია, სცენარის გათვალისწინებით…

ნოდიკო ტატიშვილი:

„თბილისურ ვოდევილში“ დათო დოიაშვილმა რამდენიმე პიესა გააერთიანა, მუსიკა კი რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემმა საყვარელმა რეჟისორმა, რომლის სპექტაკლებზეც ხშირად დავდივარ მუსკომედიის თეატრში, ახალ მიუზიკლში მთავარ როლზე დამაკავა. მე და დათუნა მგელაძე ვთამაშობთ თბილისში ჩამოსულებს, მეგობრებს, რომლებმაც სომხებისგან ოთახი იქირავეს. მე ბინის მეპატრონის ცოლი შემიყვარდება, დათუნას კი მისი ქალიშვილი, რომელსაც სოფო ნიჟარაძე ასახიერებს. ჩემი პარტნიორი სცენაზე თიკა ფაცაციაა, უნიჭიერესი და არაჩვეულებრივი ადამიანი და ამ მიუზიკლში ძალიან კარგად გარდაისახა, აქცენტიც სწორად მოირგო. მის პერსონაჟს თინა ჰქვია, ჩემსას – ნოდიკო, მაგრამ ის ნოძიკოს მეძახის (იცინის).

თინას ეჭვიანი ქმარი ჰყავს და მას დაცვა ჰყავს. დაცვას ვთხოვ, როგორმე თინას ოთახში შემაპაროს, დაცვის წევრები მთხოვენ ფულს, ჩემს პერსონაჟს ფული არ აქვს, ასე რომ, ხან პიჯაკს იხდის და ხან შარვალს…

და ამ დროს რჩება სცენაზე საცვლების ამარა…

(იცინის) დიახ, ასე ხდება, ჩემი პერსონაჟი საცვლების ამარა რჩება და ამ დროს თინას პერსონაჟი შემოდის, ნოძიკო კი მაგიდის ქვეშ იმალება, რადგან ქმარიც შემოუსწრებთ…  სხვათა შორის, ამ სცენაზე მაყურებელს ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა, ბევრი იცინეს. მე კი არანაირი უხერხულობა არ შემქმნია. იმდენად მომეწონა ყველაფერი და იმდენად კარგი დადგმა გამოვიდა, რომ ამაზე არ მიფიქრია. მიხარია, რომ ერთ-ერთი მთავარი როლი მერგო. ჩემთან ერთად სცენაზე იდგნენ თიკა ფაცაცია, დათუნა მგელაძე, სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია, მუსკოსმედიის თეატრის შესანიშნავი მსახიობები…

მიუზიკლს კიდევ თუ ვნახავთ?

ნახავთ, მაგრამ ჯერ ვერ გაგიმხელთ, სად და როდის. ვფიქრობ, იმდენად კარგი დადგმა გამოვიდა, ვისაც არ უნახავს, აუცილებლად უნდა ნახოს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები