The New York Times-ის ინფორმაციით, ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს, „ნეტფლიქსს“ უჩივის. სამართლებრივი დავა სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ სიცრუის გაჟღერებისთვის მიმდინარეობს. მიზეზი „მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის დამანგრეველი სიცრუის ჩვენება და მისი მიღწევების გაბათილებაა“. გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას. ის კომპენსაციის სახით ის 5 მილიონ დოლარს ითხოვს, ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
საუბარია სერიალის ბოლო ეპიზოდში ნათქვამ ფრაზაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია.
„ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა, ის ერთადერთიც არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ იგი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს“, – ნათქვამია სერიალში.
ცნობისთვის, გაფრინდაშვილმა 1968 წელს, ურთულეს ტურნირში სამი მამაკაცი მოთამაშე დაამარცხა.
„ნეტფლიქსმა გაფრინდაშვილი მოიხსენია რუსად, მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია”, – ვკითხულობთ სარჩელში.
„ნეტფლიქსს ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი შთამბეჭდავი კარიერის მიმართ მხოლოდ უკიდურესი მოწიწება აქვს, მიგვაჩნია, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ჩვენ, ჩვენს ინტერესებს აუცილებლად დავიცავთ“, – ასე გამოეხმაურა „ნეტფლიქსი“ ბრალდებებს.
,,ლაზიერის გამბიტი” – ის, რაც არ ვიცით ,,ნეტფლიქსის” ახალი ჰიტის შესახებ