საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, სადაც დისკუსიის მთავარი საკითხი უკრაინა და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებებია, მამუკა მდინარაძე და პაატა მანჯგალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც მან პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ანტიქართული და ანტიდასავლური უწოდა.
დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართა, ემიჯნებიან თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მისი ამ კითხვას მოყვა მამუკა მდინარაძის პროტესტი.
„ჩვენ ვთქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თუ ამათმა ჩაწერეს რეზოლუციაში? აქეთ იშვერთ ხელს? ერთი წელია, ამ კითხვას ვსვამ და პასუხი ვერ გაგაცემინეთ ვერავის. იყო ღალატი თუ არა? ნუ კაცობ პაატა. რა გამოძიება გინდა, დოკუმენტში წერია და ამ დოკუმენტში ვინ ჩაწერა ეს“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ პაატა მანჯგალაძეს.
შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება”.
მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
