LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს – დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი სიტყვით ერთია და ქმედებით – აბსოლუტურად სხვა – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

162
სალომე და გიორგ მსხილაძე

„ქართული ოცნება“ საკუთარი განცხადებით ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მმართველი პარტიის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მათი მიზანია, დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი, სიტყვით ერთია და ქმედებით – აბსოლუტურად სხვაა.

„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს“ – პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტზე

„ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ.

მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: „ავიწყდება, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, მის განცხადებებში სხვა ქვეყნის, სხვა ძალების, საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესებია გათვალისწინებული.. რეალობას არის აცდენილი“

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. პრეზიდენტის კრიტიკა თუ უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ.

პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს.

მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი 

ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ.

„მისი სიტყვა არ შეეფერება საქართველოს“ – „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტს „მოღალატე“ დაუძახა

„სიტყვა მოღალატე არ თქმულა. შეიძლება ვიღაცამ თქვა ეგეთი სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს ეგეთი სიტყვა“

მათ განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ, გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ყველას პრეზიდენტია – დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ.

ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ? „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? – პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის“. – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

„მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო“ – პრემიერი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g