„სამწუხაროდ, პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ზეპარტიული თანამდებობა ბოლომდე მივიდეს 2024 წლის შემოდგომამდე“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ, ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილის ავიწყდება, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია“.
„ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს ავიწყდება, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, როდესაც განცხადებებს აკეთებს, რადგან მის განცხადებებში სულ სხვა ქვეყნის ინტერესები, სხვა ძალების, მათ შორის, თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესებია გათვალისწინებული.
26 მაისსაც აქედან გამომდინარეობდა დროსა და სივრცეს მისი აცდენილობა, როდესაც მთელი საქართველო, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, ამ დროს პრეზიდენტი, რომლის წინაშეც წვევამდელები ფიცს დებენ, პრაქტიკულად, შეურაცხყოფას აყენებს ამ ხალხს.
ძალიან დიდი ალბათობით, ბევრი მათგანის ან ახლობელი, ან ნათესავი იქნებოდა, მათ შორის, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეურაცხყოფას აყენებს ეთნიკური ნიშნით – ნახევრად გარუსებულებს უწოდებს და ასე შემდეგ, როცა ავიწყდება თავისი წარსული.
აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რაც არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის „ხალხის ძალაში“, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ზეპარტიული თანამდებობა ბოლომდე მივიდეს 2024 წლის შემოდგომამდე.
აუცილებელია, ნებისმიერ ასეთ განცხადებაზე გაკეთდეს კომენტარი, რომელსაც ხალხი გაიგებს.
არ მგონია, სალომე ზურაბიშვილმა ისეთი შეცდომები დაუშვას, რომ პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდგომ ძალიან სანანებელი ჰქონდეს.
ის, რომ თავის დროზე ქალბატონ სალომეს აბულინგებდა ოპოზიცია და შემდგომ საზოგადოება, რომელიც მის ადმინისტრაციასთან მივიდა, იქაც შეურაცხყოფა მიაყენა და არც უმრავლესობაში აქვს მაინცდამაინც მხარდაჭერა, არ ვიცი, ვიღაცის იმედზე უნდა იყოს, ხომ? ამიტომ, იმედი გვაქვს, სულ მცირე სუბიექტურად მაინც გამოიჩენს სახელმწიფოებრიობას, რომელიც არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მას პირადად ექნება დიდი პრობლემები, თუ არასწორ განცხადებებს მიიღებს. მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას და მასაც ვნებს“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
„მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო“ – პრემიერი