რიდლი სკოტის გახმაურებული ნამუშევრის, „გუჩის სახლის“ პრემიერა უკვე შედგა. ფილმი ალდო გუჩის მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს. ლედი გაგა პატრიცია რეჯიანის როლს ირგებს. ფილმში მას პარტნიორობას ისეთი მსახიობები უწევენ, როგორებიც ალ პაჩინო, ადამ დრაივერი, ჯარედ ლეტო და სელმა ჰაიეკი არიან.
ფოტო: როგორ გარდაიქმნა ლედი გაგა პატრიციად – ვარსკვლავის გარდასახვა „გუჩის სახლში“
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფილმმა ,,გუჩის” ოჯახის კრიტიკა დაიმსახურა. ალდო გუჩის მემკვიდრეებმა საჯარო განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ შეცბუნებულები არიან ფილმში მათი ოჯახის არასწორად წარმოჩენის გამო.
„ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოსაც კი არაა, ფილმის შემქმნელებმა კონსულტაციაც კი არ გაიარეს ალდოს შთამომავლებთან და ოჯახის წევრები ბანდიტებად და უვიცებად წარმოაჩინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოჯახის საყვედურებს არ იზიარებს ლეგენდარული რეჟისორი რიდლი სკოტი და ამბობს, რომ მათი წყენა იმან გამოიწვია, რომ ალ პაჩინო ალდოს ფიზიკურად საერთოდ არ ჰგავს.
ფოტო: ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სელმა ჰაიეკი „გუჩის სახლის“ პრემიერაზე
ფოტო: „გუჩის სახლის“ ქრონიკები და მოდის აპოთეოზი წითელ ხალიჩაზე