LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოხანაშვილი ჩვენი ქვეყნის სირცხვილია” – ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

247
Untitled design (3)

ტელეკომპანია “პირველის” ხელმძღვანელი, ვატო წერეთელი 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

“შემოვიდა აშშ-ის საელჩოს ნოტა, უწყებამ გამოძიება დაიწყო” – პროკურატურა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

როგორც წერეთელმა განაცხადა, ანრი ოხანაშვილი ქვეყნის სირცხვილია, მისივე თქმით, ეს დაპირისპირება ფიქრობს, რომ ორგანიზებული იყო:

“ანრი ოხანაშვილი არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ამერიკის ადამიანმა დაგვპატიჟა მიღებაზე და ჩაიდინა ჯგუფური თავდასხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ორგანიზებული, რადგან ანრი ოხანაშვილი არ არის ემოციური და ჭკუიდან გადასული ადამიანი, რომ იქ რაღაც დამართოდა.

დარწმუნებული ვარ, ეს იყო განზრახული. მოტივი რა იყო? არანაირი მოტივი არ იყო. პროკურატურა ვერ “გააპრავებს”, ვერ გადაახტება ამ ინციდენტს იმიტომ, რომ ეს არის აღბეჭდილი კადრებად, მთავარია მოითხოვოს.

საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას. მოსთხოვონ კადრები ამერიკის საელჩოს, დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო გამოძიებასთან ითანამშრომლებს. პროკურატურას აქვს თუ არა ნება, მაინც მოუწევს აუცილებლად ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ვერ შემოდებს თაროზე. დარწმუნებული ვარ, საქმე კლანის წევრ მოსამართლეს დაეწერება და მასაც მივმართავ – ძალიან კარგად იცით ყველაფერი როგორ ხდება და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მოსამართლეს მივმართავ: ფრთხილად იყავით”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

რაც შეეხება აღნიშნულ დაპირისპირებას, შემთხვევა 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როდესაც საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა.

“ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი, ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

“შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

ოხანაშვილი: წერეთლის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g