LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, განათლების შეზღუდვაც ემატება

97
BeFunky-collage (1)

ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ორმა მოსწავლემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორის ორი ქართული საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ისინი  წეროვანის ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესს თავისუფალი მსმენელის სტატუსით ესწრებიან.

მშობლები ვარაუდობენ, რომ ამდენი გაცდენების გამო, ბავშვებს გამოცდების ჩაბარება შესაძლოა, ექსტერნად მოუწიოთ.

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ისევ ჩაკეტა

შეგახსენებთ, ოკუპირებული ახალგორი უკვე ხუთი თვეა ჩაკეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები