LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, ისეთი რამ დააბრალეს, რაც ვერაფრით დაამტკიცეს: პაპუაშვილი

65
Untitled design (2)

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს ბოდიში უნდა მოუხადოს.

პაპუაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში ბევრს აქვს მოსახდელი, რადგან მას ისეთი რამ დააბრალეს, რაც, საბოლოო ჯამში, ვერაფრით დაამტკიცეს.

პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ბოდიშის მოხდის შემდეგ გადაწყვეტს ჟვანია, უნდა თუ არა მას წასვლა ცესკო-დან:

“ვფიქრობ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, სად იმყოფება. გუშინ ნახეთ, რომ ჩვენ გავაგრძელეთ საგამოძიებო კომისიის ვადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და ოპოზიციამ იქ ისაუბრა, რომ ეს კომისია რაღატომ არის საჭირო, ხომ არსებობს 19 აპრილის შეთანხმება და მოდით წინ გავიხედოთო, 6 თვე თუ მეტი, ოპოზიციამ ეს ქვეყანა აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, მტკიცებულებები წარმოადგინონ, ამაზე უარს ამბობენ, ეს აჩვენებს, რომ არანაირი არგუმენტი გაყალბებულ არჩევნებზე არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არ უნდა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიას მიმართ, მათ შორის, ოპოზიციას, მათ შორის, “სამართლიან არჩევნებს” და სხვებს, ვინც დააბრალა მას ისეთი რაღაცები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს და ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, არჩევნების შემდეგ რა გადაიტანა ამ ადამიანმა, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ პიროვნულად და მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში.” – თქვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g