LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ატარებენ 300-კაციან აქციას, რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში“ – ირაკლი კობახიძე

173
ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში.

„თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ.

რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ, რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები, პარტიის შიგნითაც კი, არათუ პარტიებს შორის, არის რთული ურთიერთობები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g