LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციისგან ესკალაციისთვის მზადება მაღალი იყო, ამიტომ არჩევანი სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გაკეთდა: სერგეენკო

61
სერგეენკო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილისგან ესკალაციისთვის მზადება ძალიან მაღალი იყო, ამიტომ არჩევანი სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გაკეთდა.

სერგეენკოს განცხადებით, ბოლო დროს ქვეყანაში სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო მოვლენები ვითარდება, თუმცა სასამართლომ აქცენტირება სამართლებრივ მოვლენებზე უნდა გააკეთოს და სამართლებრივი გადაწყევტილება მიიღოს.

“ჩემი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილისგან ესკალაციისთვის მზადება ძალიან მაღალი იყო, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამიტომ არჩევანი გაკეთდა სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე. ის მოვლენები, რაც ბოლო დროს ვითარდებოდა და რაც დღეს დილით განვითარდა, პირობითად სამი ნაწილისგან შედგება, ესაა: სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო. ჩემი აზრით, ბოლო ორი ფაქტორი ჭარბადაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად, ფაქტობრივად შეუძლებლად მოკლე დროში აქცენტირება გააკეთოს სამართლებრივზე და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ დანარჩენი ორი პუნქტი, პოლიტიკური და საინფორმაციო, შემცირდეს და აქცენტი სამართლებრივ ნაწილზე გაკეთდეს, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს ამას,“- აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად, ეს არის რეჟიმის დასასრული: ნიკა მელია

“მადლობას ვუხდით ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს” – ირაკლი კობახიძე

“არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი” – კობახიძე მელიაზე

<