„ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი – მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, მე რომ პატივი მქონოდა თქვენ შორის, ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისი ქუჩებში დაგეხმარებოდით ბევრად უფრო ადრე, ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად იმიტომ, რომ მაქვს ამის გამოცდილება, ალბათ, ყველაზე მეტი გამოცდილება“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილმა კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გამაოგნებელია, რომ „ის ხალხი, ვინც მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, ამართლებს მის უსამართლო პატიმრობას“:
მიხეილ სააკაშვილი: „საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე, ეს გვარი გაგონილი არ მქონდა… თავი კოშმარულ სიზმარში მგონია“
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„გამაოგნებელი იცით, რა არის? ის ხალხი, ვინც მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, ამართლებს ჩემს უსამართლო პატიმრობას, თავლებს ხუჭავს ამაზე და ან პირიქით, ამ პატიმრობის კიდევ უფრო დამძიმებას მოითხოვს და კატეგორიულ ალერგიას გამოხატავს იმაზე, რომ მე ჩემი სიტყვა ვთქვი. ეს არ არის გამაოგნებელი და პარადოქსული?!.
ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი, სხვადასხვა ცალკე აღებული პოლიტიკოსების. რა თქმა უნდა, ეს არის ერთობა ჩვენი ხალხის გარშემო. ამ ქმედებებში, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, პრაქტიკულად უკვე დაიბადა ახალი საქართველო და მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, რომ მე რომ ვყოფილიყავი და მქონოდა პატივი,
მიხეილ სააკაშვილი: „სააკაშვილზე საუბარი არ „მოსულა“? უსამართლობის მსხვერპლი გავხდი… იმდენი „დაგაბოლეს“ ამ 9 წლის ძახილით, რომ პირდაპირ გაგვაქანეს 90-იან წლებში“
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
თქვენ შორის ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისი ქუჩებში დაგეხმარებოდით ბევრად უფრო ადრე და ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად იმიტომ, რომ მაქვს ამის გამოცდილება, ალბათ, ყველაზე მეტი გამოცდილება. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გამბედაობის წინაშე, მეც, ჩემი თავი გავწირე და გადავდე იმისთვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე. მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს“, – განაცხადა სააკაშვილმა.