LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს მაძიებლებმა იპოვეს უძველესი ტაძარი, სადაც 15 მილიარდი ფუნტის ღირებულების საგანძური ინახება

55
Capture5432534545

ფინელი განძის მაძიებლები, რომლებიც უკვე 30 წელზე მეტია ლეგენდარული საგანძურის პოვნას ცდილობენ, ირწმუნებიან რომ ტაძრის შესასვლელს უკვე წელს მიაგნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Metro ავრცელებს.

ამ საგანძურს 1984 წლიდან ეძებენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, ოქროული ჰელსინკისთან ახლოს, უძველეს ტაძარში მდებარე გამოქვაბულშია დაცული. იქ ინახება მეფის შემოწირულება, ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები სამკაულები, საერთო ჯამში 15 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების.

ათობით ენთუზიასტი ტაძარს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ისინი დასვენების დღეების გარეშე, დღეში 6 საათი მუშაობდნენ და საბოლოოდ მიზანს მიაღწიეს. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი მათგანი დანებდა, ზოგი საერთოდ დაიღუპა და 2021 წლის მონაცემებით გათხრებს 12 განძის მაძიებელი აგრძელებდა. ტაძარი ნაპოვნია, თუმცა პრობლემა მისი შესასვლელია და კარების გათხრას ისინი აქტიურად აგრძელებდნენ.

ყინვების გამო სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო და ახლა ორმაგი ძალებით აღდგება. პროფესიონალ მაძიებლებს ათობით მოხალისეც შეუერთდა და უდიდესი საგანძურის პოვნამდე სულ ცოტა დრო რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები