ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მესამე შვილის დედა გახდა, უსაყვარლეს კირასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„ჩვენ კვლავ ასე“ – ამ აღწერით აზიარებს ნანუკა შვილთან ჩახუტებულ კადრს.
ნანუკა მეუღლის კახას და მეორე შვილის, იკუნას კადრებსაც აზიარებს და წერს: „ორი კახა“.
შეგახსენებთ, ნანუკა და კახა სამ შვილს ზრდიან. ნინას, იკუნას და კირას.
კახა კაშია: „ნანუკა უბედნიერესი დედაა… 37 წლის ასაკში გავხდი მამა და ძალიან მაგარი შეგრძნებაა…“