LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი წელია არ ვარ „მთავარი არხის“ თანამშრომელი… ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემი წამოსვლა ამას არ დაუკავშიროთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

405
ნანუკა ჟორჟოლიანი

„მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია „მთავარი“ – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

„არ ავხსნი, როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე.
ანუ, ამ თემას ჩემი წამოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მიკავშირდება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია, რა ხდება რუსთაველზე. მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან „ტვ პირველზე“, ან „ფორმულაზე“. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი „მთავარ არხს“ ტოვებს.

„მთავარ არხზე“ ლელა წურწუმიას გადაცემა შეჩერებულია – „მიზეზი ფინანსების არარსებობაა, სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g