ორიგინალი ჯგუფი ახალ რესტორანს ხნის. კვების ობიექტი 10 მარტს, 19:00 საათზე, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე გაიხსნება.
”რესტორანი ახალი კონცეფციით აშენდა, რომლის ფარგლებშიც, შენობის პირველ სართულზე იქნება სწრაფი კვება “ორიგინალი Fast”- განსხვავებული და საავტორო კერძებით, რომელიც საქართველოში არცერთ სხვა სწრაფი კვების ობიექტში არ შეგხვდებათ და გემრიელად გაგაოცებთ. შენობის დანარჩენ ნაწილში კი სრული სერვისის რესტორანია”, – აცხადებენ ორიგინალი ჯგუფში.
მათივე ინფორმაციით, ჯგუფის რესტორნების მთავარი ორიენტირია ნატურალურ
პროდუქტზე დამზადებული კერძები და მაღალი ხარისხის მომსახურება. ორიგინალი ჯგუფი მომხმარებლებს საყვერელი კერძების ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობს.
ამასთან, ორიგინალი ჯგუფი სამომავლოდ ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, ორიგინალი ჯგუფის პირველი რესტორანი „ტავერნა ორიგინალი“ სტუმრებს 2005 წლის 26 სექტემბერიდან მასპინძლობს. 2016 წლის შემოდგომაზე კი რესტორანი განახლებული სახით წარსდგა მომხმარებლების წინაშე.
