46 წლის ორლანდო ბლუმმა გამოცემა Flaunt-ის გარეკანი დაამშვენა და ცხელ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუში ორლანდომ მეუღლესთან, კეტი პერისთან რთულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„ზოგჯერ მგონია, რომ მე ცალკე აუზში ვბანაობ, კეტი კი ცალკე აუზში. მას არაფერი გაეგება ჩემს აუზზე და მე ვერაფრით ვერკვევი მის აუზში… ზოგჯერ ეს ყველაფერი არის ძალიან რთული, და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ორივე ვაცნობიერებთ, რაოდენ გაგვიმართლა ერთმანეთში. ჩვენ უნიკალური კავშირი გვაქვს“, – აცხადებს ორლანდო.
შეგახსენებთ, ორლანდო ბლუმი და კეტი პერი 2016 წლიდან არიან ერთად. მათ ორი წლის ქალიშვილი ჰყავთ.