LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსართულიანი მატარებლები მგზავრების გადაყვანას ერთ კვირაში დაიწყებენ

65

”შტადლერის” ახალი ორსართულიანი მატარებლები მგზავრების გადაყვანას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ.

როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა, ორსართულიანი მატარებელი თვის ბოლომდე აუცილებლად გაეშვება.

ამ დროისათვის შვეიცარიული წარმოების მატარებლები სატესტო რეჟიმში მუშაობენ.

”მატარებლების გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა რეჟიმებში. სატესტო რეჟიმში ორივე მათგანმა 5 ათასი კილომეტრი უნდა გაიროს. ერთმა მათგანმა უკვე გაირბინა 3 ათას კილომეტრზე მეტი, მეორემ კი 2 ათასი. სატესტო გარბენები წარმატებით მიმდინარეობს,” – განუცხადა ”ფორტუნას” ცაგურიამ.

”შტადლერის” ახალი ორსართულიანი მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე იმოძრავებენ. როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, მგზავრობის ტარიფი არ შეიცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები