მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ.
წყვილმა გადაწყვეტილება ურთიერთპატივისცემისა და მზრუნველობის ფონზე მიიღო, ნათქვამია მათი წარმომადგენლის განცხადებაში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყვილის რომანი 2022 წელს ლიონში, ფესტივალზე დაიწყო. ბელუჩი ბარტონის ახალ ფილმში, Beetlejuice Beetlejuice მონაწილეობს.

