LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოთხი წელი გასულა, რაც ნიკო სამშობლოში დაბრუნდა.. მწამს, ასე ხელებით უხსნის იქ უფალს და უყვება თავის ბედკრულ ქვეყანაზე, სადაც პირდაპირ ქუჩაში ახალგაზრდებს ხვრეტენ და აუცილებლად დაარწმუნებს, რომ ჩვენს ძვირფას ქვეყანას შველა სჭირდება“ – იზა ომაძე

976
იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკო სამშობლოში დაბრუნდა.

იზა ომაძეს სწამს, რომ ნიკო უფალს თავის ბედკრულ ქვეყანაზე უყვება, სადაც პირდაპირ ქუჩაში ახალგაზრდებს ხვრეტენ.

„ოთხი წელი გასულა, მახსოვს ის ბედნიერი დღე, გულანთებული ბიჭები და სამშობლოში დაბრუნებული ჩემი ნიკო ♥️

მწამს, ასე ხელებით უხსნის იქ უფალს და უყვება თავის ბედკრულ ქვეყანაზე, სადაც პირდაპირ ქუჩაში ახალგაზრდებს ხვრეტენ და ცხოველის მოკვლის ფაქტი გაგიკვირდათ? (თუმცა ჩემთვის ნამდვილად შემაძრწუნებელი იყო ძაღლის დახვრეტაც) ???

დიახ, ჩვემი ნიკო აუცილებლად დაარწმუნებს უფალს რომ ჩვენს ძვირფას ქვეყანას შველა სჭირდება, ამდენი მხდალი და შლეგი უკვე გადაგვარებააა ???

დიახ დავწერ, სხვისი შვილების, ჩემი შვილების გადასარჩენად??

მანანა მანჯგალაძე შენი ტკბილი ხმა მაშინ სიამაყით გვავსებდა და ეხლა მალამოა დიდ და შეუხორცებელ ჭრილობაზე ♥️“, – წერს იზა ომაძე.

 

ოთხი წელი გასულა, მახსოვს ის ბედნიერი დღე, გულანთებული ბიჭები და სამშობლოში დაბრუნებული ჩემი ნიკო♥️

მწამს ,ასე ხელებით…

Posted by Iza Omadze on Friday, 9 June 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g