LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს – გოგოც და ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ“ – კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს

284
პოლიცია

კახეთში, სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომლებიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს.

„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.

პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“, – ამბობს გატაცებული ქალის ბიძა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები