LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოთო, მინდა საქართველოს ნაკრების მოგებით მოგილოცო 35 წლის იუბილე, ვიცი ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება შენთვის, ასეთი კაცი ხარ დე, უზომოდ პატრიოტი, სულით და ხორცით ქართველი“ – ოთო ნემსაძე იუბილარია

182
ოთო ნემსაძე

ოთო ნემსაძე იუბილარია. მომღერალი 35 წლის გახდა.

ოთოს დედა, მაია ნემსაძე დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ულოცავს.

„დავიწყე მოგებამდე დარჩენილი  წუთების ათვლა.

ოთო, მინდა საქართველოს ნაკრების მოგებით მოგილოცო 35 წლის იუბილე, ვიცი ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება შენთვის, ასეთი კაცი ხარ დე, უზომოდ პატრიოტი, სულით და ხორცით ქართველი.

მისმინე უფალო და გამიხარე ჩემი ბიჭი და მთელი ქვეყანა. გილოცავ დე.

დამეხმარეთ ბიჭებო ოთოს გახარებაში! აბა ჰე, მამარდა მახსოვს გთხოვე და შემისრულე, ახლაც რკინის ჯავშნად უნდა ექცე ჩვენს კარს, დანარჩენებმა კი შეუტიეთ, როგორც საუკუნეების წინ უტევდნენ ჩვენი გმირები,“ – წერს მაია ნემსაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები