LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში, უნივერმაღის დირექტორს თავს დაესხნენ

182
თავდასხმა ოზურგეთში

ოზურგეთის უნივერმაღის დირექტორს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის ცენტრში მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი უნივერმაღის ერთ-ერთი მეწილეა და მას დიდი ხანია დავა ჰქონდა დაზარალებულთან. გავრცელებული ცნობითვე, მამაკაცი მას თავს ცულით დაესხა, რა დროსაც დაზარალებულმა მცირე დაზიანებები მიიღო.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g