LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე განაჩენით, დანაშაულის არსებობა დადასტურდა, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიით მისაღები გადაწყვეტილება

85
პაპუაშვილი და ჯაფარიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განაჩენით, რომელიც  ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მოვისმინეთ, დადასტურდა დანაშაულის არსებობა, რაც  დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხება.

აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ლელოს“ დეპუტატისა და ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე მსჯავრდებული დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არ არის პირადი სიმპათია – ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება.

ჯაფარიძე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე: თუ ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა იქნება, შეფასდება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობად

პაპუაშვილის განცხადებით, ეს სამართლებრივი საკითხია და მას შემდეგ რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარმოადგენს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.

„განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე, შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს.

„ჩვენ სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს. უნდა დაველოდოთ საპროცედურო კომიტეტს ვინაიდან, ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ეს არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კრიტიკული ინტერესები ან როგორც პირადი შურისძიება“ – ვახტანგ ხმალაძე ბადრი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g