LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილმა სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

92
შალვა რუსლან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები.

“ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ვიზიტი” – რატომ გადაწყდა უკრაინაში შალვა პაპუაშვილის გამგზავრება

„რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.

„შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეფანჩუკთან საუბრის შესახებ წერს პარლამენტის თავმჯდომარეც.

„გულთბილი საუბარი შედგა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები, შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე,”- წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები