პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება გრძელდება.
პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა, სხდომათა დარბაზიდან, ძალის გამოყენებით, ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი და პაატა მანჯგალაძე გაიყვანა.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში უნდა განეხილათ, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირება მოჰყვა.
სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შედეგად აყირავებულია სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს.“ პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.