პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო – აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისათვის, გიორგი გახარიას პარტიას საკანონმდებლო ორგანოში 12 მანდატი აქვს, შესაბამისად, პარლამენტშიც 12 წევრი შევა.
ამით პარტიის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი დასრულებულია.