LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს მთავრობას ერთპიროვნულად ვერ ჩამოაყალიბებს” – ირაკლი კობახიძე

119
იკა

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა და მმართველი გუნდის განცხადებები – ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს მთავრობას ერთპიროვნულად ვერ ჩამოაყალიბებს.

„დღეს შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, შეხვედრას ხელმძღვანელობდა პარტიის თავჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. გვქონდა საუბარი მიმდინარე საკითხებზე, რა თქმა უნდა მათავარი თემა იყო ის დისკუსია, რომელიც წარმოებს ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენ წარუდგინეთ ის პრინციპები და დეტალები, რომლებიც უკავშირდება ჩვენს მოდელს, რომელიც განიხილება შესაბამის ფორმატში და პრინციპები თქვენ იცით. დეტალებში ვერ შევდივართ სამწუხაროდ და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გვაქვს შეთანხმება, არც ისინი შედიან საჯაროდ დეტალებში და არც ჩვენ, თუმცა პრინციპები რჩება უცვლელი. მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია რომელიც აითებს 40%-ს ან ნაკლებს ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას ერთპარტიულად. ამისათვის მოდელში არის შემოთავაზებული კონკრეტული ელემენტი, რომელიც ამას არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს.

აქ საუბარია, თუ გამარჯვებული პარტია აიღებს 40%-ზე მეტს და ჩვენი მოდელის თანახმად, ეს უნდა იყოს დაახლოებით 40,6 %. ამის ზევით უკვე ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ პარტიამ ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს მთავრობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამაზე ბევრად უფრო მაღალი შედეგი გვექნება”, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები