LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა შოშიები – დაჩი და დანიელი გიორგი კეკელიძის მორიგი წიგნის გმირები იქნებიან

918
შოშიები

კუპატას თავგადასავლის შემდეგ, გიორგი კეკელიძე მორიგ წიგნზე მუშაობს.

ამის შესახებ მწერალი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟები ყველასათვის საყვარელი შოშიები – დაჩი და დანიელი იქნებიან.

„კუპატას თავგადასავალმა ხომ დიდი ამბავი შექმნა, მაგრამ მისი მეორე წიგნი, გამოგიტყდებით და უკეთესი გამოდის. აქ დრო უკან ბრუნდება და კუპატა, თოლია-თვითმფრინავთან ერთად, აფრიკიდან მძინარა ზებრის ჩამოსაყვანად მიემართება. იმ ზებრის, მერე გზაზე ბავშვები რომ გადაჰყავდა. ჰოდა, აფრიკამდე ბევრ საინტერესო ადგილს გაივლის – პინგვინი გვინის სამეფოს, სულ პირველი სათამაშოების კუნძულს, პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების კუნძულს და სხვა ჯადოსნურ ადგილებს.

და კიდევ, მისი თანამგზავრები, სხვებთან ერთად ტყუპი შოშიები – დაჩი და დანიელი იქნებიან,“ – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g