LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი“ – კობახიძე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

91
კობახიძე და ილია მეორე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს იუბილეს ულოცავს. კობახიძემ უწმინდესს მისი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეა. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს. ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია.

ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა. მინდა უწმინდესს და უნეტარესს დიდი მოწიწებით მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ერისა და ქვეყნის საიმედოდ!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.

შალვა პაპუაშვილი: ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას! დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g