LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერმა Land Rover-ზე ორთქლის ძრავი დააყენა

51

ფრენკ როტველმა, როგორც ჩანს, იმის დამტკიცება გადაწყვიტა, რომ ბრიტანელ პენსიონერებს საქმე არ ელევათ. მან თავისებური მოდერნიზაცია ჩაატარა და 50 წლის წინანდელი Land Rover Series II ორთქლის ძრავით, ბოილერითა და წყლის ავზით აღჭურვა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

პენსიონერმა ავტომობილის გადაკეთებას 400 საათი და 24 000 ფუნტი სტერლინგი დაახარჯა. ორთქლის ძრავი ორთქმავლის პრინციპით მუშაობს. ნახშირზე მომუშავე ბოილერიდან გაცხელებული წლის ორთქლი კომპაქტურ ძრავს ატრიალებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 24 კმ/საათია.

გადაკეთებამდე Land Rover Series II-ს კაპოტ ქვეშ 73 ცხენის ძალის მქონე 2,25 ლიტრის მოცულობის ძრავი ეყენა. ძრავი ოთხ საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები